პაატა ბურჭულაძე რეკორდსმენია

3 hours ago 8

Paata burოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე რეკორდსმენია – მას გზის გადაკეტის გამო 142 ცალი 5000 ლარიანი ჯარიმა აქვს გამოწერილი.

ნიკა სიმონიშვილი, იურისტი:

“პაატა ბურჭულაძის კიდევ 51 ცალი 5000 ლარიანი ჯარიმა ჩავიბარე, 255 000 ლარის ჯამში.
ეს ჯარიმები 2-დან 10 ოქტომბრამდე პერიოდშია შედგენილი და პაატას დაკავების შემდეგ კომუნიკაციის შეზღუდვის გამო, ამ დრომდე ვერ ვახერხებდით მათ ჩაბარებას.
შეგახსენებთ, რომ დაკავებამდე საპატრულო პოლიციის შედგენილი 90 ჯარიმა გვქონდა ჩაბარებული და სასამართლოს ერთი დადგენილება. ამას ახალი 51 ჯარიმა დაემატა და გზის გადაკეტვაზე სულ 142 ჯარიმაა მის წინააღმდეგ შედგენილი, 710 000 ლარის ოდენობით ჯამში.
ყველა მათგანი გასაჩივრებულია, თვითონ პაატა კი მხნედ გრძნობს კვლავაც თავს და არც ეს ჯარიმები აშინებს.”

სრულად წაკითხვა