„სარკე“
დღევანდელ რთულ, ე.წ. აპოკალიპტურ ეპოქაში, როცა აღრეულია ფასეულობები, ორიენტირები და ადამიანებს უჭირთ გზის პოვნა _ სად გადის ზღვარი ზნეობასა და უზნეობას, სიმართლესა და სიცრუეს, მტერსა და მოყვარეს, სიყვარულსა და სიძულვილს, სამშობლოს სიყვარულსა და ურაპატრიოტიზმს” შორის _ სუფთა, ნათელი ადამიანების ცხოვრების მაგალითები შეიძლება სანთლადაც შეგვეწიოს.
გავიხსენოთ პავლე ინგოროყვა, რომლის დაბადების დღე 1 ნოემბერია, წელს დაბადებიდან 132 წელი შესრულდა _ ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, დიდი პიროვნება, ქვეყნისთვის თავშეწირული მეცნიერი. 7 ენის მცოდნემ გაშიფრა ხეთური იეროგლიფები, მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი, ძველ ქართულ საგალობლებში ამოიცნო სანოტო ნიშნები, დაგვიტოვა ფასდაუდებელი ნაშრომები…
ამ დიდ პიროვნებასთან დაკავშირებით „სარკეს” პავლე ინგოროყვას შვილიშვილი, ქეთევან მგელაძე ესაუბრა. ბატონ პავლეს ბიოლოგიური შვილი არ ჰყოლია, თავის დროზე იშვილა ობოლი ძმისშვილები, მათ შორის ქეთევანის დედა ლეილა.
_ როდესაც ბაბუაზე, პავლე ინგოროყვაზე, ვიწყებ ფიქრს, პირველად თვალწინ წარმომიდგება შავჩოხოსნების ფოტო, რომელზეც გამოსახულნი არიან პავლე ინგოროყვა, კონსტანტინე გამსახურდია, ალექსანდრე აბაშელი და ვახტანგ კოტეტიშვილი, რომლებმაც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გადაწყვიტეს, შავი ჩოხები ჩაეცვათ და ასე ეგლოვათ საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვა. ეს იყო რაინდული აქტი, პროტესტი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომ ისინი არასოდეს შეეგუებოდნენ სამშობლოს დამონებას…
პავლე და კონსტანტინე ძმადნაფიცები იყვნენ. მათ მეგობრობაზე ლეგენდები დადიოდა. ეს ვრცელი თემაა. ზვიადი პავლეს ნათლული იყო. სწორედ ზვიადი მიუძღოდა თავისი ნათლიის დაკრძალვის პროცესიას მწერალთა სახლიდან დიდუბის პანთეონამდე…
ის ძალიან მშვიდად წავიდა იმქვეყნად. ჩამოდნა როგორც სანთელი და შეუერთდა ზეციურ საქართველოს. ბოლო ჟამს რომ ჰკითხავდი, როგორ ხარო, ერთადერთი პასუხი ჰქონდა: „სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია”. ერთხელაც არ დაუწუწუნია. „ვეფხისტყაოსნიდან” ხშირად ამბობდა ციტატებს და ბოლო დღემდე სასთუმალთანაც „ვეფხისტყაოსანი” ედო…
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·