პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას მხარს კანადაც უჭერს

1 day ago 4

1

კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მისი ქვეყანა აქტიურად იმუშავებს, რათა პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას მიაღწიოს.

„კანადა მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილებას, რომელიც ებრაელებისა და პალესტინელებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია იქნება. კანადა აქტიურად იმუშავებს ყველა ფორმატში ამ მიზნის მისაღწევად, მათ შორის მომავალ კვირას ნიუ-იორკში დაგეგმილი მაღალი დონის გაეროს კონფერენციაში საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით“, – დაწერა კარნიმ.

კანადის მთავრობის თავმჯდომარემ გააკრიტიკა ისრაელი და ღაზის სექტორში მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვაში დასდო ბრალი. მან ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ, ხოლო დაჯგუფება „ჰამასს“ ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ცნობისთვის, გუშინ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი სექტემბერში პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს. მარკონის ეს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დაგმეს.

სრულად წაკითხვა