პარალიმპიური თამაშების პირველი ქართველი გამარჯვებული ტატამს დაუბრუნდა

1 week ago 13

პარალიმპიური თამაშების პირველი ქართველი გამარჯვებულის, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის ზვიად გოგოჭური ტატამზე დაბრუნდა.

ზვიადმა სამივე შერკინება თბილისის მსოფლიო თასზე სუფთად მოიგო, ფინალში კი მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი და პარიზი2024-ის ვერცხლის მედალოსანი ფრანგი ელიოს ლატშუმანაია უშანსოდ დაამარცხა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

"ზვიადის მიზანი ლოს ანჯელესის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების მოგებაა, რაშიც მას ჩვენი და ქართველი გულშემატკივრის სრული მხარდაჭერა ექნება" - წერს საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახური.

სრულად წაკითხვა