პარი სენ-ჟერმენი ბორნმუთიდან ილია ზაბარნის დამატებას უახლოვდება

2 days ago 5

RMC Sport-ის ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი ინგლისური ბორნმუთის 22 წლის უკრაინელი მცველის, ილია ზაბარნის ტრანსფერითაა დაინტერესებული.

როგორც ირკვევა, პარიზული გრანდი ფეხბურთელს პირადად უკვე მოელაპარაკა კიდეც, თუმცა ტრანსფერის წინააღმდეგ თავად ბორნმუთია განწყობილი, რომელიც მის შეფერხებას ეცდება.

მიუხედავად ამისა, პსჟ უკან დახევას არ აპირებს. მეტიც, სპორტული დირექტორი, ლუის კამპოსი მალე ინგლისში ჩაფრინდება და ხელმძღვანელობას უშუალოდ დაელაპარაკება.

ცნობისთვის, ილია ზაბარნი პრემიერ ლიგაში 2022/2023 წლების სეზონიდან თამაშობს, მისი ფასი კი 42 მილიონი ევროა.

სრულად წაკითხვა