"პარი სენ-ჟერმენი" გულშემატკივრებს ხვიჩა კვარაცხელიას სანაკრებო თამაშზე ამცნობს

5 days ago 2

"პარი სენ-ჟერმენის" სოციალურ მედიაში ქვეყნდება ინფორმაცია პარიზელთა მოთამაშეების სანაკრებო შეხვედრებზე, სადაც, ცხადია, აღნიშნულია ხვიჩა კვარაცხელიასა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება თურქეთთან.

"საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ ეტაპს იწყებს და წინ ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა აქვს.

ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ლიდერობას საკუთარ მოედანზე შეასრულებს – "ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე“, სადაც ისინი ჯერ 4 სექტემბერს, 18:00 საათზე თურქეთის ნაკრებს უმასპინძლებენ, ხოლო სამი დღის შემდეგ, 7 სექტემბერს, 15:00 საათზე ბულგარეთს დაუპირისპირდებიან."

- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ტექსტში.

სრულად წაკითხვა