"პარი სენ-ჟერმენის" გამორჩეულმა მოთამაშემ რონალდინიოს შედეგის გამეორება შეძლო

2 months ago 12

"პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელმა კაპიტანმა, მარკინიოსმა, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონში მოპოვებული გამარჯვებით კარიერული ტიტულების განსაკუთრებულ სიაში შეაღწია.

იგი გახდა რიგით მე-15 ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო როგორც ჩემპიონთა ლიგა, ისე სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი — კოპა ლიბერტადორესი. მარკინიოსმა ლიბერტადორესის თასი კარიერის დასაწყისში, ბრაზილიურ "კორინთიანსთან" ერთად მოიგო, ხოლო ახლა – ევროპული ტიტულით გაამდიდრა "პსჟ-ის" ისტორია.

ამ მიღწევით მარკინიოსი შეუერთდა ლეგენდარულ ფიგურებს, როგორებიც არიან მარკოს კაფუ, რონალდინიო, მარსელო, ნეიმარი, დიდა და კარლოს ტევესი. ეს ფეხბურთელები სხვადასხვა დროს გამეფდნენ ორივე კონტინენტზე — ევროპაში ჩემპიონთა ლიგის თასით და სამხრეთ ამერიკაში ლიბერტადორესით.

სრულად წაკითხვა