ოფიციალურად: რენატო მარინი კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ აგრძელებს
ფრანგულმა გრანდმა „პარი სენ-ჟერმენმა“ 19 წლის იტალიელი მეკარე, რენატო მარინი, თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა. კლუბმა მეკარესთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პარიზელებს მისი გრძელვადიანი განვითარება სურთ.
მარინი იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის მაისური უკვე 6-ჯერ მოურგია.
გასულ სეზონში ის "რომას" 19-წლამდელთა გუნდის ძირითადი მეკარე იყო და 11 შეხვედრაში 13 გოლი გაუშვა.
პორტალ Transfermarkt-ის მიხედვით, მარინის მიმდინარე საბაზრო ღირებულება 500,000 ევროა.
ცნობილია, რომ პარიზელებს ამ ზაფხულს გუნდის განახლება და ახალგაზრდა მოთამაშეებზე ფსონის დადება სურთ – მარინიც სწორედ ამ პროექტის ნაწილი გახდება.