"პარი სენ-ჟერმენმა“ რენატო სანჩესი კვლავ იჯარით "პანათინაიკოსში" გაუშვა

2 hours ago 3

ფრანგულმა გრანდმა „პარი სენ-ჟერმენმა“ რენატო სანჩესი კვლავ იჯარით გაუშვა – ამჯერად 28 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი კარიერას ბერძნულ „პანათინაიკოსში“ გააგრძელებს.

სანჩესი ათენურ კლუბში ერთი სეზონით დარჩება, თუმცა ამჯერად „პანათინაიკოსს“ მისი გამოსყიდვის უფლება არ მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ფეხბურთელი პარიზელებს დროებით ტოვებს – მანამდე „რომასა“ და „ბენფიკას“ რიგებში ასპარეზობდა.

გასულ სეზონში სანჩესი „ბენფიკას“ მაისურით პორტუგალიის ჩემპიონატში 10 შეხვედრაში გამოჩნდა. „პარი სენ-ჟერმენმა“ კი მასზე 2022 წელს შეიძინა და იმედს ამყარებდა, რომ მისი ფორმა სტაბილურად მაღალი იქნებოდა, თუმცა ტრავმებმა და არამდგრადმა თამაშმა პარიზში ფეხის მოკიდებაში ხელი შეუშალა.

სრულად წაკითხვა