ხვალინდელი ფინალის წინ პირველმა პრესკონფერენცია ლონდონის ჩელსიმ გამართა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ენცო მარესკას თქმით, პარი სენ-ჟერმენს არაერთი ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს და მისი გუნდი აპირებს, რომ ამ დიდებული გამოწვევით მაქსიმალურად ისიამოვნოს:
ვეთანხმები ადამიანების უმეტესობას, ვინც ამბობს, რომ პსჟ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ეს დაამტკიცა საფრანგეთში, ჩემპიონთა ლიგაზე და ამ ტურნირზეც. ჩემთვის და ბევრისთვის, საორიენტაციო ნიშანია, ვფიქრობ, მათ საოცარი ფეხბურთელები ჰყავთ, ხოლო ლუის ენრიკე პეპ გვარდიოლასთან ერთად ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა. ეს დიდი გამოწვევა იქნება. ცხადია, რთული თამაში იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ვეცდებით, ამ გამოწვევით ვისიამოვნოთ.
პსჟ-ს მაქსიმალურ პატივს ვცემთ და მათი თამაშის ყურება ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ აქ იმისთვის ვართ, რომ ფინალის მოსაგებად ყველაფერი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ ჩემთვის ყველა თამაში რთულია. ამავდროულრად, ჩვენც გვაქვს ჩვენი სტილი და სეზონის განმავლობაში ვაჩვენეთ, თუ როგორ გვინდა ვიმოქმედოთ, ბურთით და უბურთოდაც. ორივე გუნდს მოსწონს ბურთის შენარჩუნება და მაღალი პრესინგის თამაში.
- თქვა მარესკამ.