პარლამენტის წინ დემონსტრანტების ნაწილმა გზა კიდევ ერთხელ გადაკეტა

1 day ago 3

29 ოქტომბრის საღამოს აქციების 336-ე დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დემონსტრანტების ნაწილმა კიდევ ერთხელ გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი.

ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებულები. დემონსტრანტების ნაწილი ტროტუარზე რჩება.

გზის გადაკეტვა - თუკი აქციაზე ამისთვის არასაკმარისი ოდენობის ხალხია - ადმინისტრაციული პატიმრობით ისჯება.

წინა დღეებში, გზის გადაკეტვის შემდეგ, პოლიცია რამდენიმე წუთში მოუწოდებდა მათ გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ, რის შემდეგაც გზას დემონსტრანტებისგან ათავისუფლებდნენ.

გზის გადაკეტვას რუსთაველის ძეგლიდან პარლამენტისკენ გამართული მარში უძღოდა პედაგოგ ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად. დათაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მკვეთრად გაუარესდა, დღეს გირაოთი გამოუშვეს საპატიმროდან.

სრულად წაკითხვა