პასუხი მაცდურ შემოთავაზებაზე - ლუის დიასი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს?

3 weeks ago 9

"ლივერპულის" ვინგერმა, ლუის დიასმა, საუდის არაბეთის კლუბებისგან რამდენიმე შეთავაზება მიიღო, თუმცა, Fichajes-ის ინფორმაციით, ყველა მათგანი უარყო.

28 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, "ბარსელონასგან" კონკრეტულ ინტერესს ელოდება. კატალონიური კლუბი მის მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება.

სამხრეთ-ამერიკელს "მერსისაიდელებთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ელოდებიან, რომ მისი შესაძლო ტრანსფერი მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს იქნება განხილვაში.

მიმდინარე სეზონში დიასმა 35 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 13 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა. Transfermarkt-ის შეფასებით, მისი საბაზრო ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენს.

სრულად წაკითხვა