ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელს, გულბაათ რცხილაძეს მამა გარდაეცვალა. ადვოკატის ინფორმაციით, შეთანხმების მიუხედავად, პენიტენციურმა სამსახურმა ის ციხიდან მამის პანაშვიდზე არ გადაიყვანა.
როგორც რცხილაძის ინტერესების დამცველმა, ლაშა გოლუბიანმა ნეტგაზეთს უთხრა, გარდაცვლილი 14 ივნისს უნდა დაეკრძალათ. თუმცა, ოჯახმა დაკრძალვა ორი დღით, იმ იმედით გადადო, რომ გულბაათ რცხილაძის მიყვანა მოხერხდებოდა. ამის მიუხედავად დღეს, 16 ივნისს, დაკრძალვის ცერემონიამ მის გარეშე ჩაიარა.
“ველოდებოდით, მაგრამ სამწუხაროდ არ მოიყვანეს. პროკურორის თანხმობა გვქონდა, ბუნებრივია. გამომძიებელიც თანახმა იყო. წერილობით გადაგზავნილია პენიტენციურიში განცხადება, გარდაცვალების მოწმობა, დაბადების მოწმობა … რა საბუთებიც იყო საჭირო, ყველაფერი გადავაგზავნეთ და გვქონდა მოლოდინი, რომ გადმოიყვანდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ არ გადმოიყვანეს”, – უთხრა ნეტგაზეთს ლაშა გოლუბიანმა.
გულბაათ რცხილაძე 30 მაისს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პროკურატურა რცხილაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც 8-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის ინფორმაციით, ის “ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურებთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას”.
ამავე თემაზე:

3 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·