32
ნაცმოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე:
,,პენიტეციური სამსახურის უფროსის გადადგომით სისტემის საშიში მანკიერება გამოვლინდა.
შესაბამისად, გამოძიებასთან რამდენიმე კითხვა მექნება. ნორმალურ ქვეყანაში სისტემა ვალდებულია ადამიანებს ამ კითხვებზე პასუხი გასცეს:
1. როგორც გამოჩნდა, ციხეში ნამდვილად ჰქონდა ძალადობის ფაქტს ადგილი განსაკუთრებით საშიშში ფრომით: სახელმწიფომ წინასწარ შეთანხმებული სცენარით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მინიმალური სასჯელით განსაზღვრული ბრალდებით დააკავა, შემდეგ კონკრეტულმა ადამიანებმა, არაფორმალურად, ციხის საკანში პატიმარზე იძალადეს. საინტერესოა, იცოდა თუ არა ეს პენიტეციური სამსახურის უფროსმა?
2. თუ ეს მისთვის ცნობილი არ იყო – ვინ არიან ის პირები, ვინც არაფორმალურად მართავენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და ვისგან იღებენ დავალებებს?
3. თუ ცნობილი იყო, მაშინ გვჭირდება კონკრეტული ინფორმაცია, ვის მფარველობდა სისტემა.
4. რა ეტაპზეა ძალადობის ის საქმეები, რომლებზეც პენიტეციური სამსახურის უფროსი ამბობდა, რომ საზოგადოებისა და პატიმრების ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება?
სახელმწიფოსა და ორგანიზებული დანაშაულის ძალზედ საშიში თანამშრომლობა სასჯელაღსრულების სისტემას ეტყობა პირველ რიგში. არაფორმალურ, კრიმინალურ მმართველობაში არავინაა დაცული, საზოგადოების აქტიურობა მნიშვნელოვანია და ყოველთვის აქვს აზრი.“
საერთაშიროსო alia.ge