WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა "ძალიან კარგი იდეა" უწოდა ე.წ. ენერგეტიკულ ზავს რუსეთსა და უკრაინას შორის. ეს ფორმულირება მან გამოიყენა კომენტარად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩანაწერზე - რომ მოსკოვიც და კიევიც თანახმანი არიან შეწყვიტონ დარტყმები ერთმანეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე.

მედიასაშუალებების მონაცემებით, ენერგეტიკული ზავის იდეით მოსკოვში ვიზიტისას გამოვიდნენ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. ამ იდეაზე რამდენიმე დღის წინ ლაპარაკისას პერკოვმა თქვა, რომ ენერგეტიკა უკრაინისთვის წარმოადგენს "აქილევსის ქუსლს" და ფაქტობრივად გამორიცხა ენერგეტიკული ზავის ამოქმედება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მანამდე აცხადებდა, რომ უკრაინა მზადაა ენერგეტიკული ზავისთვის, თუკი იქნება იმის გარანტიები, რომ ამ ზავს რუსეთი დაიცავს.

პესკოვს არ დაუზუსტებია მისი დადებითი შეფასება რამდენად ნიშნავს მოსკოვის პოზიციის ცვლილებას, ან მის მზაობას ზავს მხარი დაუჭიროს. თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი ზავი რუსეთს საშუალებას მისცემს შიდა ბაზარი მოამარაგოს ნავთობის პროდუქტებით.

15 სექტემბრის ღამით მხარეები კვლავ ახორციელებდნენ დარტყმებს, მათ შორის ენეგეტიკის ობიექტებზე. უკრაინამ რუსეთის ქალაქ სიზრანში დაარტყა ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოს, ხოლო რუსეთის მეომრებმა, მათ შორის, იერიშები მიიტანეს მათ შორის კიევში განთავსებულ, ორ ბენზინგასამართ სადგურზე.