უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტიეს მათ შორის პერმის მხარესა და როსტოვის ოლქს.
პერმში დრონი მრავალსართულიან მრავალსართულიან შენობას დაეცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ჩანს შენობის აალებული ბოლო სართულები
პერმის მხარის გუბერნატორმა დმიტრი მახონინმა განაცხადა, რომ რეგიონის თავზე 22 დრონი ჩამოადგეს, დაზიანდა მრავალბინიანი სახლი. ადგილობრივი ხელისუფლების თანახმად დაიღუპა ერთი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა.
ტელეგრამის არხი Supernova+ წერს, რომ დარტყმის სამიზმნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა "Лукойл-Пермнефтеоргсинтез"-ი იყო. რომელიც მანამდე არაერთხელ გამხდარა უკრაინული დრონების სამიზნე.
საწარმო რუსეთში ერთ-ერთი უმხსვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა, ის წელიწადში 13 მლნ ტონაზე მეტ ნავთობს გადაამუშავებს, გადამუშავებული ნავთობპროდუქტების 50-%-ზე მეტი კი საექსპორტოა.
Exilenova+ აქვეყნებს NASA-ს FIRMS სერვისის ფოტოს, რომელიც, არხის ცნობით, ასახავს როსტოვის ოლქის ტაგანროგის საჰაერო ბაზაზე არსებულ ხანძარს. გუბერნატორმა იური სლიუსარმა 7 სექტემბრის დილით განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმის მოგერიებისას ნოვოშახტინსკისა და რეგიონის რამდენიმე რაიონში ოცზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა. „ადგილზე დაშავებულების ან ზარალის შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა ეს დაზუსტდება“, - წერს ის.
ჩუვაშეთის გუბერნატორმა ოლეგ ნიკოლაევმა განაცხადა, რომ ორი დრონი გაანადგურეს, დაზიანებულია მობილური კავშირგაბმულობის ბოძი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში გადაიტაცეს და ჩამოაგდეს 306 უკრაინული დრონი მათ შორის ანექსირებილი ყირიმის ასვეე აზოვიდა და შავი ზღვის აკვატორიების თავზე.
- უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ნავთობის საცავები.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
radiotavisupleba ახალი ამბები