უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ტოვებს პარლამენტში დეპუტატის პოსტს და ჩინეთის ავტოგიგანტ BYD-ში იწყებს მუშაობას. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
სიიარტო საკვანძო როლს თამაშობდა უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობაში. მან, ისევე როგორც ორბანმა, დატოვა მთავრობა მას შემდეგ, რაც უნგრეთის მმართველმა პარტია „ფიდესმა“ გამანადგურებელი მარცხი განიცადა 2026 წლის აპრილში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში.
ორბანის მმართველობის უკანასკნელ პერიოდში სიიარტო პოლიტიკური სკანდალების ცენტრში მოექცა. ერთ-ერთი ყველაზე უფრო გახმაურებული იყო მედიაში გაჟონილი სატელეფონო საუბარი სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. მასში სიიარტო ლავროვს ჰპირდებოდა, რომ რუსეთის ინტერესებს გაატარებდა ევროკავშირში. როგორც ცნობილი გახდა, სიიარტო უშუალოდ ევროკავშირის მნიშვნელოვანი შეხვედრების შემდეგ უკავშირდებოდა მოსკოვს და დახურულ ინფორმაციას აწვდიდა მას.
უნგრეთი ევროკავშირში წლების განმავლობაში ეწინააღმდეგობდა უკრაინის მხარდამჭერი ზომების გატარებას.
მთავრობაში ყოფნის პერიოდში სიიარტო საკვანძო როლს თამაშორდა ჩინური საავტომობილო კომპანია BYD-ის უნგრეთის ბაზარზე დამკვიდრებაში. ამასთან, უნგრეთი ევროკავშირში ბლოკავდა ჩინეთის წინააღმდეგ სანქციებს.

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·