რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა სამხედრო პირი, სავარაუდოდ, პოლკოვნიკი.
საგამოძიებო კომიტეტმა 12 ნოემბერს დაადასტურა, რომ ავტომობილის აფეთქების შედეგად სამხედრო მოსამსახურეა მოკლული და იძიებენ შესაბამისი მუხლით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.
საგამოძიებო კომიტეტს მოკლულის ვინაობა და ჩინი არ დაუსახელებია.
აფეთქება 12 ნოემბერს დილით ადრე მოხდა სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში. ადგილობრივი ტელეარხის, „78“-ის ცნობით, ავტომობილში იმყოფებოდა პოლკოვნიკი, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მე-6 არმიის მთავარი შტურმანი.
რუსული მედიიასაშუალებების ინფორმაციით, დანაღმული ავტომანქანა დისტანციურად ააფეთქეს.
radiotavisupleba ახალი ამბები