WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“პირველად არ შემიძლია თქვენს საფლავზე მოვიდე და მუხლი მოვიყარო – მაპატიეთ, ძმებო!” – ლევან ხაბეიშვილი

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირებთან დაკავშირებით წერს ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან გამოგზავნილ ემოციურ წერილში:

ჩვენი ბიჭები, ჩვენი ძმები, ჩვენი გმირების დიდება იყოს!

ქედს ვიხრი, მუხლმოდრეკით, მათ საფლავზე მინდა დავდო პირობა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე მოვემსახურები თქვენს ნაოცნებარ სამშობლოს! მოვემსახურები საქართველოს!

მიმიფურთხებია ყველა „არაქართველისთვის“ – ვინც თქვენს სისხლს არ აფასებს, ვინც რუსების წინაშე, ფეხებთან გორაობს და ჩვენს საქართველოს მტერზე ჰყიდის!

ვაი, იმ ქართველად წოდებულს, ვინც ამბობს რომ თქვენ გმირები კი არა, პიარს შეწირულები ხართ – მიმიფურთხებია ასეთი კაცისთვის!

დიდება თქვენს სულებს! დიდება თქვენს დანატოვარს!

ხორცი მეწვის თქვენი თავდადების დანატოვარზე და ამაყი ვარ, რომ თქვენი ჯიშის ვარ! თქვენს სულებს და ძვლებს ვენაცვალე ბიჭებო!

თქვენი შვილები, დანატოვარი მოესწრება ტერორისტული რუსეთის დაცემას, რაც არც ისე შორს არის – ჩვენი ძმების, უკრაინელების და იქ მებრძოლი ქართველების მეცადინეობით!

პირველად არ შემიძლია თქვენს საფლავზე მოვიდე და მუხლი მოვიყარო – მაპატიეთ, ძმებო!

ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს! 🇬🇪

სამარტოო საკნიდან თქვენი მონა-მორჩილი,
ლ. ხაბეიშვილი

“პირველად არ შემიძლია თქვენს საფლავზე მოვიდე და მუხლი მოვიყარო – მაპატიეთ, ძმებო!” – ლევან ხაბეიშვილი
პარალელი