დღეს, ევრობასკეტ 2025-ის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები 79:93 ფინეთთან და ტურნირს გამოეთიშა.
როგორც ჩვენ, ასევე მეტოქე გუნდიც არ ყოფილა ევრობასკეტის ისტორიაში მოწინავე პოზიციებზე ყოფნით განებივრებული და დღევანდელი გამარჯვებითაც ახალი ფურცლის დაწერა მოახერხეს.
ფინეთის ნაკრები ისტორიაში პირველად იასპარეზებს ევრობასკეტის ნახევარფინალურ ეტაპზე, მისი მეტოქე კი დღეს საღამოს, გერმანიისა და სლოვაკეთის დაპირისპირებაში გაირკვევა.