სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო შეხვედრა, რომელშიც მანჩესტერ იუნაიტედმა ოლდ ტრაფორდზე ევერტონს უმასპინძლა.
აღნიშნული შეხვედრა რუბენ ამორიმისთვის პრემიერ ლიგაში რიგით მეორე გახლდათ. პირველი ამორიმის გუნდმა იფსვიჩთან 1:1 ითამაშა, ახლა კი "წითელმა ეშმაკებმა" იფრინეს და მეტოქეს 4:0 მოუგეს.
მასპინძელი გუნდიდან 2-2 გოლი მარკუს რაშფორდმა და ჯოშუა ზირკზემ გაიტანეს, ასისტების დუბლი კი ბრუნო ფერნანდეშმა და ამად დიალომ შეასრულეს.
ამ მომენტისთვის მანჩესტერი პრემიერ ლიგის ცხრილის მე-9 ადგილს 19 ქულით იკავებს.