პირველი უცხოური ტიტული და ასისტი ფინალში - გულიაშვილმა ბოსნიის თასი მოიგო

5 hours ago 2

ბოსნია და ჰერცეგოვინის თასის ფინალური ეტაპი წარმატებით დასრულდა ქართველების გუნდისთვის — "სარაევომ" თასის ორრაუნდიანი ფინალი საერთო ანგარიშით 5:1 მოიგო და ქვეყნის თასი დაისაკუთრა.

პირველ შეხვედრაში დედაქალაქურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე "შიროკი ბრიეგს" 4:0 მოუგო და საპასუხო მატჩში, რომელსაც მეტოქის მოედანზე გამართავდნენ, უკვე დამაჯერებელი უპირატესობით ჩავიდა. სტუმრად გამართულ თამაშში საბოლოო ანგარიში 1:1 დაფიქსირდა. გულიაშვილმაც და გორდეზიანმაც შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს.

სერიოზული ტრავმის შემდეგ "სარაევოს" კაპიტანი გიორგი გულიაშვილი კვლავ ვიხილეთ. 71-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ქართველმა ლეგიონერმა 75-ე წუთზე ასისტი გააკეთა — სწორედ მისი გადაცემა დააგვირგვინა ლულიჩმა და ანგარიში გახსნა. მეტოქემ მატჩის ბოლოს გაათანაბრა, თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკისთვის იყო მნიშვნელოვანი — თასი "სარაევოს" დარჩა.

ჩემპიონატში სარაევოს საქმეები შედარებით რთულად წარიმართა — გუნდს 60 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს. ლიდერთან ჩამორჩენა შეუქცევადია, დარჩენილია მხოლოდ სამი ტური და პოზიციურად წინა ადგილის დაკავება შეუძლებელია. თუმცა, "სარაევოს" ევროტურნირებზე მონაწილეობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს.

გიორგი გულიაშვილს კი კიდევ ერთი მიზანი აქვს — იგი ჩემპიონატის ბომბარდირობისთვის იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა, ქართველ თავდამსხმელს 16 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ ორით ჩამორჩება ველესის ხორვატ თავდამსხმელს, მიჰაელ მინარიჩს (18 გოლი). თასზე გოლიაშვილმა 4-ჯერ გაიტანა და იქაც ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სრულად წაკითხვა