პლაკატის დაჭერის გამო თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

8 hours ago 8

„ბიძინა ყ არაა? არის?“ – ამ წარწერიანი პლაკატის ხელში დაჭერის გამო მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ თორნიკე თოშხუას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

თორნიკე თოშხუა თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქციაზე 31 ივლისს დააკავეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას, მათ შორის საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას გულისხმობს.

მსგავსი შინაარსის მქონე წარწერიანი ფურცლის გამო თორნიკე თოშხუა 26 ივლისსაც დააკავეს და 28 ივლისს სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა.

კერძოდ, 26 ივლისს თორნიკე თოშხუას დაკავებამდე ხელში ეჭირა ფურცელი, რომელზეც ეწერა კითხვითი წინადადება „ბიძინა ყ**ა?“ ორი სავარაუდო პასუხით, „კი“ და „არა“. მოგვიანებით მის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე პოლიციამ კიდევ 9 მოქალაქე დააკავა, რომელთაც იმავე შინაარსის ფურცლები ეკავათ — ია მელითაური, ლაშა დგებუაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ვასო ბერიძე, სანდრო სეხნიაშვილი, მარინე ნანავა, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარაძე და ნატო ბოლქვაძე.

დაკავებული აქტივისტების ნაწილი სასამართლომ დააჯარიმა, ნაწილს კი პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის 5-5 დღით პატიმრობა შეეფარდათ ნატო ბოლქვაძესა და ია მელითაურს, 10-10 დღით პატიმრობა შეუფარდეს შაკო ბაღდოშვილს და ლაშა დგებუაძეს.

ამ თემაზე:
„ბიძინა ყ**ა?“ კითხვის დასმისთვის აქტივისტების ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილი დააპატიმრეს — რეპორტაჟი

სრულად წაკითხვა