WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნანა ტოხვაძემ ბრიუსელში მონაწილეობა მიიღო ჟურნალის “ქალების ხმა საქართველოდან” წარდგენაში:

“14 ოტომბერს ბრიუსელში, „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) მასპინძლობით გაიმართა პანელური დისკუსია სახელწოდებით „პოლიტიკა წნეხის ქვეშ“.

ღონისძიებაზე ქართველმა ოპოზიციონერმა ქალმა პოლიტიკოსებმა ისაუბრებეს საქართველოში მიმდინარე უწყვეტ პროტესტზე, ავტორიტარულ რეჟიმთან წინააღმდეგობის სირთულეებსა და საკუთარ გამოცდილებაზე.

პანელი დაეთმო ნანა ტოხვაძის ჟურნალის “ქალების ხმა საქართველოდან” წარდგენას.
გამოცემა აერთიანებს პროტესტში ჩართული ქალების რეალურ ისტორიებსა და ბრძოლას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს