პოლიტიკოსმა ქალებმა დიპლომატიურ კორპუსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

1 month ago 51

სააგენტო "პარალელი"
პოლიტიკოსმა ქალებმა დიპლომატიურ კორპუსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

26 ივნისს საქართველოს პოლიტიკოსი ქალების სამუშაო შეხვედრა შედგა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. აღნიშნული შეხვედრის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელა პარტია “სტრატეგია აღმაშენებელმა”, რომლის ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე, ასევე ესწრებოდა შეხვედრას:

დღეს პოლიტიკოსმა ქალებმა დიპლომატიურ კორპუსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

მთავარ თემას პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკები წარმოადგენდა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს:

• ქვეყანაში ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და მათი როლი სამოქალაქო პროტესტში;

• ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკოსების წინაშე არსებული გამოწვევები და მათზე განხორციელებული ზეწოლა;

• საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის აუცილებლობა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დასაცავად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლიტიკოსმა ქალებმა დიპლომატიურ კორპუსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს
პარალელი

სრულად წაკითხვა