WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

21

ლაშა ბუღაძე თანამედროვე ქართველი მწერალია, ვისი წიგნის შეტანაც ციხეში იკრძალება – ახალი რომანი „დამკვირვებელი“ რუსთავის ციხეში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულ ნანა სანდერის საკანში უნდა შეეტანათ, მაგრამ ადმინისტრაციამ უარი თქვა. ოფიციალური მიზეზი “წიგნის პოლიტიკური შინაარსია”. 

გიორგი რომელაშვილმა გადაწყვიტა, რომ სინდისის პატიმარ ნანა სანდერისათვის შეეგზავნა ჩემი რომანი “დამკვირვებელი” და აღმოჩნდა, რომ უშუალოდ ბადრაგს უთქვამს, რომ ამ წიგნის შეგზავნა არ შეიძლება, ვინაიდან ის არის პოლიტიკური – აი, ამ დეფინიციით. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა ეს შეკითხვა გაჩნდა, რომ ეს უშუალოდ ბადრაგის გადაწყვეტილება იყო, რომ ასეთი განსაზღვრება მიეცა მხატვრული ტექსტისათვის, თუ ზოგადად არსებობს რაიმე ტიპის სია – აკრძალული ავტორების ან აკრძალული წიგნების, ანდა საერთოდ ვინ განსაზღვრა და ვინ მიანიჭა ამ ტიპის ეპითეტი ტექსტს – პოლიტიკურია თუ არაპოლიტიკური საერთოდ რას ნიშნავს? ანდა უკაცრავად, პოლიტიკურიც რომ იყოს შინაარსი, რატომ არ უნდა წაიკითხოს ეს მოქალაქემ, გნებავთ, ამ შემთხვევაში პატიმარმა თუ ნებისმიერმა. ბადრაგი არამგონია, რომ იქ დამჯდარიყო და ჩაეკითხა ეს წიგნი. ეჭვი მეპარება, რომ ანოტაციაც ჩაეკითხა. ანუ, ეს არის ტენდენცია, რომელიც უკვე გულისხმობს, ზოგადად ივანიშვილის რეჟიმის ტენდენციას, რომ რაღაცები ისევ და ისევ ამ ფორმით აკრძალოს. ანუ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხატვრული ტექსტის აკრძალვის პირველი მნიშვნელოვანი შემთხვევა და მაგალითი გვხდება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ძალიან საშიში პრეცენდენტია, ამის ნორმალიზება არავითარ შემთვევაში არ შეიძლება. ამას სჭირდება რეაგირება. იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, აუკრძალოს ადამიანს კითხვა”