“პოლიცია იდგა 2 მეტრში” – ქუჩებში ცემას პოლიცია გვერდიდან უყურებს

2 weeks ago 4

3

ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მას და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავს შავფორმიანები პირდაპირ ეთერში დაესხნენ:

“ჩვენი ინფორმაციით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს ბესიკის ქუჩის კუთხეში და მოვედით გადასაღებად. 30-ზე მეტი შავებში ჩაცმული ადამიანი იყო ნიღბებით, რომლებიც ურტყამდნენ ბიჭებს, ვკითხე ვინ ხართ, რატომ მოხვედით აქ და გამოეყო რამდენიმე ადამიანი ამ ჯგუფს დაგვესხნენ თავს მე და ჩემს ოპერატორს, წაართვეს  კამერა, ტექნიკური მოწყობილობა, ჩემი მიკროფონი წაიღეს, დამაგდეს ძირს, მირტყეს წიხლები, მერე რომელიღაცას გაუნათდა გონება, რომ გოგოა თავი დაანებეთ, მაგრამ არა – ეგენი რას აშუქებენ ხო იცითო? უკვე იცოდნენ ვინ ვიყავით. საპატრულო პოლიცია იდგა ჩემთან ორ მეტრში და რომ გამოვედი პატრული აღარ იყო” ამბობს მაკა ჩიხლაძე. 

“ათი კაცი მირტყამდა თავში ფეხს, არ დამინდეს, ყველაფერი წამართვეს, მერე ვიღაცამ უთხრა კარგი ეყო აღარ დაარტყაო და გაიქცნენ” – ამბობს “ტვ პირველის” ოპერატორი გიორგი შეწირული

სრულად წაკითხვა