როგორც უწყებაში ამბობენ, არასრულწლოვანი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ექსპერტიზამ დაადგინა რომ იარაღი, რომელიც მან დემონსტრანტებს დაუმიზნა ერთ-ერთ კაფეში ბესიკის ქუჩაზე, პნევმატური იყო.
ამ ფაქტის აღწერისას გავრცელებულ პრესრელიზში შინაგან საქმეთა სამინისტრო 15 სექტემბერს წერდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები „სიტყვიერად დაუპირისპირდნენ“ რამდენიმე ადამიანს „საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება“. განსხვავებულ ვერსიას ჰყვებიან აქციის მონაწილეები. მარშის წევრების თქმით, 5-6 კაციანი ჯგუფი მათ მსვლელობას ფილარმონიიდან აედევნენ და გზაში შეურაცხყოფას აყენებდნენ. ბესიკის ქუჩის კუთხეში ერთ-ერთმა მათგანმა მათ შეაგინა, რის გამოც რამდენიმე დემონსტრანტი გაყვა, არასრუწლოვანი კაფეში შევიდა და ორ დემონსტრანტს ფეხებში დაუმიზნა იარაღი, რის შემდეგაც მათ შეძლეს თავდამსხმელის განიარაღება და იარაღიც და არასრულწლოვანიც პოლიციას გადასცეს.
15 სექტემბრის შემთხვევაზე სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა ლევან ჯობავა, დემონსტრანტი, რომელმაც არასრწულოვანი განაიარაღა. მისი გამოკითხვის დროს დემონსტრანტებზე თავდამსხმელი უკვე გათავისუფლებული იყო.
16 წლის ბიჭი პოლიციას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე ჰყავდა დაკავებული - ეს დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.