პოლიციის პასიურობისა და სიმცირის ფონზე, “ტიტუშკები” კალაძის შტაბთან მისულ დემონსტრანტებს გაუსწორდნენ

16 hours ago 5

მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა იკრიბებიან და “ქართული ოცნების” პოლიტიკას აპროტესტებენ, შტაბიდან გამოვარდნილი სხვადასხვა ასაკის კაცები, “ქართული ოცნების” “ტიტუშკები” გაუსწორდნენ.

თავდაპირველად დაპირისპირებული მხარეები დაშორიშორებით, ხოლო საპატრულო პოლიცია ბარიერებთან, შუაში იდგა. მალე ორივე მხარე ერთმანეთის გინებასა და ბოთლების სროლაზე გადავიდა. ამას მოჰყვა კალაძის შტაბის უკანა გასასვლელით “ზონდერების” გაპარვა, მობილიზება და ზურგიდან მოვლა, რასაც მხარი ფლანგებიდან ასევე ზონდერთა სხვა ჯგუფი უმაგრებდა.

ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ რამდენიმე მომიტინგეს, გამოიყენეს რეზინის ხელჯოხები პოლიციის თვალწინ, თუმცა არც ცემისთვის, არც რეზინის ხელჯოხის ტარებისთვის პოლიციას არავინ დაუკავებია.

სრულად წაკითხვა