პოლონეთის ნაკრებმა ევრობასკეტის მერვედფინალში ბოსნია 80:72 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
ბოსნიელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი მოიგეს (23:14), თუმცა შემდგომ პოლონეთის გუნდი დაწინაურდა, ხოლო ბოსნიელთა ლიდერებს სათანადოდ არ წაუვიდათ თამაში - დარჩენილი სამი პერიოდი პოლონეთმა მოიგო (26:21, 22:17, 18:11).
პოლონეთის საუკეთესო მოთამაშე ჯორდან ლოიდი იყო, რომელმაც 28 ქულა დააგროვა, მატეუს პონიტკამ კი 19 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა. ბოსნიელთა მხარეს იუსუფ ნურკიჩმა 20 ქულა და 7 მოხსნა, ჯონ რობერსონმა 19 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა.