WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა ამ ქვეყანაში რუსი ხელოვანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი. საქმე ეხება რუსი ხელოვანის მკვლელობას, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებდა.

მკვლელობაში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილის, საქართველოს მოქალაქის, დაკავების თაობაზე განაცხადა სპეცსამსახურების კორდინატორმა ტომაშ სიემონიაკმა 22 ოქტომბერს, იტყობინება Reuters-ი.

რობერტ კუზოვკოვს, რომელიც ასევე ცნობილი იყო სემიონ სკრეპეცკის სახელით, ივნისში, პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბიალა-პოდლასკაში მოკლეს ხუთი ტყვიით.


კუზოვკოვი ცნობილი იყო თავისი ნამუშევრებით, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა, და თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ბერლინში საპროტესტო აქციაც გამართა.
იმ დროისთვის, პოლონეთის ხელისუფლებამ დააკავა 36 წლის მამაკაცი, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს პასპორტით სარგებლობდა.


მეორე კაცს, საქართველოს 22 წლის მოქალაქეს, რომელსაც მკვლელობაში თანამონაწილეობა ედება ბრალად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, წერს სიემონიაკი X-ზე.