პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ინფორმაციით, რუსი კარიკატურისტის, სემიონ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ქართული პასპორტი აღმოაჩნდა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოცილაურ ქსელში გაავრცელა.
ტუსკი წერს, რომ პოლონეთის სამართალდამცველები მუშაობენ მკვლელობის შემკვეთის დასადგენად.
“ლუბლინის პოლიციამ და ABW-მ (პოლონეთის უსაფრთხოების პოლიცია) დააკავა პოდლასკში, რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი. მას ქართული პასპორტი აღმოაჩნდა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ შემკვეთის დასადგენად”, – წერს ტუსკი.
ნეტგაზეთი დაინტერესდა, დაუკავშირდნენ თუ არა პოლონელი სამართადამცველები ქართველ კოლეგებს და ითანამშრომლეს თუ არა საქართველოს მოქალაქის დაკავების პროცესში. შსს-სგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

11 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·