პოლონეთმა საქართველოდან ჩასული დასაქმებულებისთვის სავიზო მოთხოვნა შემოიღო.
რეგულაცია საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ 10 აგვისტოს გამოსცა და უკვე ძალაშია. ახალი რეგულაციით, მიუხედავად მუშაობის ნებართვის ფლობისა, უვიზო მიმოსვლის ფარგლებში პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის მუშაობის უფლება არ აქვთ შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს:
- ვენესუელა
- საქართველო
- კოლუმბია
ეს წესი არ შეეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ მუშაობის ნებართვა და რომლებმაც პოლონეთის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ყოფნისას მუშაობა ბრძანების ძალაში შესვლამდე დაიწყეს.
საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ, პოლონეთში, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, ტურისტული მიზნით, უვიზოდ იმოგზაურონ.
netgazeti