პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

1 hour ago 3

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. 28 ივლისს ზელენსკი თეთრ სახლში შეხვდება პრეზიდენტ ტრამპს და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დაგეგმილია შეხვედრები მათთანაც, ვისაც უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა შეუძლია. ზელენსკიმ უპირველეს პრიორუტეტად დაასახელა „ანტიბალისტიკური თავდაცვა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა“.

შეერთებული შტატებში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი პატივს მიაგებს გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის ხსოვნას. რესპუბლიკელი სენატორი, უკრაინის აქტიური მხარდამჭერი ლინდსი გრემი 11 ივლისს გარდაიცვალა.

  • აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების წინა შეხვედრა 8 ივლისს, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.
  • 28 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა დიდი ბრიტანეთიდან, სადაც წინა დღეს შეხვდა გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს.
სრულად წაკითხვა