5
ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილი ვეტერანებს ხვდება – განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური კრიზისია.
ვეტერანები პირდაპირ ამბობენ, რომ არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია.
მათი თქმით, აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელიც სახალხო ფორუმის შექმნას გულისხმობს.
ჩვენ წარმოვადგენთ ყოფილი სამხედროების ჯგუფს, ვეტერანებს და ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ კრიზისიდან. როგორც მოგეხსენებათ, ყველაზე მძაფრი კრიზისი ომია, ომის გამოცდილება გვაქვს და ჩვენი ხედვით, ერთადერთი, პრაქტიკულად, გამოსავალი ამ კრიზისიდან არის ჯანსაღი ძალების კონსოლიდაცია და ახალი არჩევნები.
ჩვენ გვაქვს უკვე დამუშავებული პროექტი, რომ შეიქმნას სახალხო ფორუმი, სადაც გაერთიანდება ყველა პროგრესული ძალა, მოახდენს ახალი სოციალური დაკვეთის გაფილტვრას და ჩამოყალიბებას, რის საფუძველზეც შემდეგ უკვე ახალი არჩევნების ფორმატში საქართველო ახალ ნაბიჯზე წავა. ერთ-ერთი ჩვენი კონკრეტული წინადადება ეს არის რესპუბლიკის შეცვლა, ანუ მესამე რესპუბლიკის ჩამოყალიბება, რომელიც ახალ წესებს დააწესებს, უფრო დემოკრატიული იქნება, უფრო გამჭვირვალე. ზუსტად იმ გარანტიებით და იმ საშუალებებით იქნება უზრუნველყოფილი, რასაც ჩვენ დასავლეთი გვაძლევს.
ისევე, როგორც შაქარყინულს ვერასდროს მიიღებთ კრისტალის გარეშე, პირველი კრისტალი, რომლის გარშემოც ეს აიკინძება ალბათ პრეზიდენტი უნდა იყოს. პრეზიდენტმა უნდა ითავოს, როგორც ერთადერთმა ლეგიტიმურმა ინსტიტუტმა, რომელიც ჯერ კიდევ დარჩა საქართველოში, – ამბობს სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს ყოფილი უფროსი ვასილ გოგოლაძე.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებიან:
- პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე – ეროვნული სამხედრო აკადემიის ყოფილი რექტორი, ვეტერანი.
- დავით გუნაშვილი – თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი. საჯარო მმართველობის ექსპერტი
- ვიცე პოლკოვნიკი კახაბერ ჩიქოვანი – სასაზღვრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე. ვეტერანი.
- ვასილი გარსევანიშვილი – გენერალური შტაბის J1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის და უსაფრთხოების პლიტიკის ექსპერტი;
- პაატა პაპავა – სამხედრო აკადემიის ყოფილი პრორექტორი;