პრემია ფრესთვის - აზერბაიჯანელები უკრაინასთან არწაგებისთვის დაასაჩუქრეს

3 days ago 1

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინასთან დაფიქსირებული ფრეს გამო აზერბაიჯანელი ფეხბურთელები ფულადი პრემიით დაასაჩუქრეს.

აღნიშნულის შესახებ Azerisport-მა დაწერა, რომლის თქმითაც ძირითადის ყველა ფეხბურთელმა 5000 ევრო მიიღო, სკამიდან შემოსულებმა ამის 75%, სათადარიგოებმა კი 2500 ევრო.

როგორც ირკვევა, აზერბაიჯანში ეს პრაქტიკა უკვე დიდი ხანია დანერგილია, პრემიის გადაცემა კი შედეგსა და მეტოქის სიძლიერეზეა დამოკიდებული.

აზერბაიჯანის ნაკრებს თავის ჯგუფში ორი ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება, მათ ზემოთ კი უკრაინა, ისლანდია და საფრანგეთი არიან.

სრულად წაკითხვა