გიორგი მიქაუტაძის მიმართ სერიოზულ ინტერესს პრემიერ ლიგის ბინადარი ვესთ ჰემი იჩენს - ინფორმაციას ამის თაობაზე Fichajes ავრცელებს, რომელიც ძირითადად სატრანსფერო სიახლეებზე წერს.
მათივე მტკიცებით, ინგლისური კლუბი მზადაა ქართველი ფორვარდის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადოს - თუ შეთანხმება სეზონის ბოლომდე არ შედგა, გამოცემა ვარაუდობს, რომ მიქაუტაძის ფასი მისი კარგი თამაშიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაიზრდება.
მიუხედავად გაზრდილი სატრანსფერო თანხისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინგლისური კლუბებისთვის ტრანსფერის განხორციელების დროს როგორც წესი ფინანსური მხარე დაბრკოლებას არ წარმოადგენს.