ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ იტაილიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"მიკერძოებული ვარ, მაგრამ ჩემი აზრით, ხვიჩა ყოველთვის კარგად თამაშობს - ნაპოლი პირველი ადგილზეა, კვარაცხელიაც კარგ სეზონს ატარებს, რაც მისთვის ნაპოლიში რიგით მესამეა.
პირველივე წელს სკუდეტო მოიგო, შემდეგ უიღბლო სეზონი ჰქონდა, ახლა კი მესამე წელია ამ გუნდშია და პირველზე არიან.
ჩვენ გამორჩეულ ტალანტზე ვსაუბრობთ, რომელსაც ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთის თამაშის შეუძლია, ის ტოპ ფეხბურთელია და იმ თვისებებით, რომელიც უკვე გამოავლინა მხოლოდ და მხოლოდ მომატება შეუძლია, მჯერა, რომ კარიერაში ყველაფერი კარგად ექნება
", - განაცხადა ძაკარდომ.ცნობისთვის, ძაკარდომ ხვიჩას ნაპოლიში ტრანსფერში დიდი როლი ითამაშა და იტალიელი ქართველ ფეხბურთელთან ახლაც თანამშრომლობს.