წაკითხვა: 43
პროკურატურა, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
“როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს.”– ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ნინო დათაშვილი 2025 წლის 20 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე ხელის გარტყმის გამო დააკავეს.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

1 day ago
7








English (US) ·
Georgian (GE) ·