საქართველოს პროკურატურამ სტენდაფერი კომიოსის, ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
ბრალდებული პირის სახელი და გვარია ნიკო ხურცილავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.
“პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უზრუნველყოფით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ონისე ოქრიაშვილის ინფორმაციით, მას თავს რამდენიმე პირი დაესხა. თავდასხმის ამსახველ კადრებში, რომელიც ნეტგაზეთმაც გაავრცელა, ჩანს, რომ იქ 3 პირი ფიგურირებს. უცნობია გამოავლინა თუ არა გამოძიება დარჩენილი 2 პირი. პროკურატურა მომხდარს ჯგუფურ დანაშაულად არ აკვალიფიცირებს. See less

1 week ago
36







English (US) ·
Georgian (GE) ·