WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავა, 11 ობიექტი კი დალუქა.

შსს-ს ცნობით, საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და ქვემო ქართლში ჩატარდა.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულები სხვადასხვა ობიექტის მენეჯერები და ადმინისტრატორები იყვნენ, რომლებიც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალებს პროსტიტუციისთვის ფართებს უთმობდნენ.

უწყების განცხადებით, ობიექტების ადმინისტრატორები ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მათ მიერ მიღებული ანაზღაურების დიდ ნაწილს თავად იღებდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტების შემოსავლის ძირითადი წყარო პროსტიტუციის ხელშეწყობით მიღებული თანხები იყო.

სამინისტრომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო-ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.

სამართალდამცველებმა ობიექტებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, უწყების ცნობით, უკანონო საქმიანობით მიღებული ფულიც ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს.

უწყება პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების, დაკავებებისა და ობიექტების დალუქვის შესახებ.