“პროტესტია? მივესალმები, მაგრამ რატომ უნდა მოვგუდოთ ქალაქი, არ მესმის” – ბენო ქაშაკაშვილი

2 hours ago 3

“პროტესტია? მივესალმები, მაგრამ რატომ უნდა მოვგუდოთ ქალაქი, არ მესმის”, – ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს სასტუმრო „ვინოტელის“ მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი.

როგორც მან bm.ge-სთან განმარტა, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ტურიზმის სექტორზე მნიშვნელოვნად აისახება. ამასთან, ის დასძენს, რომ არსებული ქაოსი ყველა მხარეს აზარალებს.

„ნებისმიერ სიტუაციაში, როგორც კი სიტუაცია ირევა ქვეყანაში, ეს ჩვენზე ანუ ტურიზმზე ყოველთვის მოქმედებს და აისახება ხოლმე. იმის თქმა, რომ გარე ფაქტორებია ქვეყანაში ჩართული, კლავს ტურიზმს და ჟანგბადს უკეტავს ამ მიმართულებას. ამიტომ, უგუნურებაა ამის გაკეთება. ეს ქაოსი, ყველა მხარეს აზარალებს. მე ვგულისხმობ იმ მხარეებს, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, ხოლო ვისაც არ შესტკივა, მისთვის სულერთია.

პროტესტია? მივესალმები, მაგრამ რატომ მთავარ არტერიაზე და რატომ უნდა მოვგუდოთ ქალაქი, არ მესმის. გვაქვს სპეციალური პარკები, რიყე, რომელიც 100 000 კაცსაც დაიტევს და პროტესტი იქ გამოვხატოთ. რა შუაშია ქალაქის გადაკეტვა, მე არ მესმის. ეს მიზანმიმართული ქმედებები ჩემამდე არ დადის. არტერიების გადაკეტვის გარეშე შეიძლება ყველაფრის შენარჩუნება და გამოხატვა“, – აცხადებს ბიზნესმენი.

სრულად წაკითხვა