“პროცესი მიდის სწორად, კარგად, მთელი საქართველო მოიცვა საპროტესტო ტალღამ!!” – თაკო ჩარკვიანი

3 weeks ago 9

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პოლიტიკურ შეფასებას ახდენს პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

პროცესი მიდის სწორად, კარგად, მთელი საქართველო მოიცვა საპროტესტო ტალღამ!!

მედიანად ვარ, ბრძოლის ჟინით არის ყველა! დიახ, პოლიტიკოსები იდექით თუ შეიძლება მოსამსახურეებად ქვეყნის – იდექით რიგით მონაწილეებად, აი ახლა როგორც ხართ, “ჩვენ ვიცით სამმა პარტიამ და გეგმას მოგაწოდებთ” (რომელიც ვერასოდეს ვერ მიაწოდეთ) აი ეს ბოდვა აღარ გამოვა, ცოტა დაწეული ამბიციებით იყავით, (ნუ გაქვთ “ზოგიერთებს“ მცდელობები).

ეს არის აშკარად ხალხის დაკვეთა, მკვეთრად ასე ჩანს, ხალხმა აიღო ხელში სადავეები და იბრუნებს წართმეულ სახელმწიფოს, წართმეულ მრავალსაუკუნოვან არჩევანს, რადგან ამ ოცნების ხელისუფლებამ კონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა.

ახლა ფრთხილად, რომ პოლიტიკოსებმა, არ გააფუჭოთ საქმე, რაც არაერთხელ მომხდარა!!

ერთი მთლიანი ორგანიზმი – საქართველო “იმისტიან ამისტიანად” ერთ მთლიან მუხად უნდა გადაიქცეს და მუმლი გაქრება, აორთქლდება ცუდი სიზმარივით!!!

როგორ დაცხრება, როგორ დაცხრება, დაუცხრომელი ხალხის ბუნება?
თავისუფლება და აღტაცება,
დაუცხრომლობით აღისრულება!”❤️

ერთი მთლიანი საქართველოა ახლა მთავარი!✌ ახლა️ ჩვენს თვალწინ იბადება ძლიერი საქართველო!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

სრულად წაკითხვა