პარი სენ-ჟერმენმა წლების წინ მილან შკრინიარი დიდი იმედებით დაიმატა, თუმცა როგორც ახლა იწერება, სლოვაკი მცველი ფრანგული კლუბის დატოვებას უახლოვდება.
იტალიური მედიის ინფორმაციით, შკრინიარის დამატებასთან ყველაზე ახლოს ტურინის იუვენტუსია, რომელიც გამოცდილ ცენტრალურ მცველს ეძებს.
წესით, სლოვაკმა უკანახაზელმა პარიზული გუნდი ზამთარში უნდა დატოვოს და კარიერა კვლავ სერია A-ში გააგრძელოს.
შკრინიარი იტალიაში აქამდეც თამაშობდა. ის მილანის ინტერის ღირსებას იცავდა, პარი სენ-ჟერმენში კი ის 2023 წელს გადავიდა.