ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე ისაუბრა, სადაც ერთმანეთს "პარი სენ-ჟერმენი" და "ინტერი" დაუპირისპირდებიან.
საინტერესო და აღსანიშნავია, რომ ფაბიო კაპელომ პარიზელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, გამოარჩია როგორც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.
იტალიელმა სპეციალისტმა ხაზგასმით აღნიშნა "პარი სენ-ჟერმენის" შემტევი პოტენციალი და გუნდში არსებული ლიდერები – დუე, დემბელე და განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია.
"ისინი ფეხბურთელები არიან, ვინც დრიბლინგს ძალიან მაღალი დონით ასრულებენ. თუ მათ წინააღმდეგ ვერ ითამაშებ საუკეთესოდ — დაისჯები.
ვინ არის პსჟ-ის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი? ჩემთვის ეს კვარაცხელიაა"
– დასძინა კაპელომ.შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" ნახევარფინალში ლონდონის „არსენალი“ ორჯერ დაამარცხა, ხოლო "ინტერმა" ტურნირიდან "ბარსელონა" გამოთიშა. ფინალური დაპირისპირება 31 მაისს მიუნხენში, "ალიანს არენაზე" გაიმართება.