„პარი სენ ჟერმენმა“ 23 წლის შემტევთან, ბრედლი ბარკოლასთან ახალი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ფრანგული გამოცემა Le Parisien-ის ინფორმაციით, კლუბის სპორტული დირექტორი ლუიშ კამპუში აქტიურად მუშაობს ფეხბურთელისა და მისი წარმომადგენლებისთან, რათა კონტრაქტის ვადა 2030 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდეს.
ამჟამად ბარკოლას პსჟ-სთან მოქმედი ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა პარიზული გრანდი ახალგაზრდა ტალანტის მომავალს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურ ფაზაშია და შეთანხმება საკმაოდ ახლოსაა.