პსჟ-სა და „ლივერპულის“ პირველი მატჩის დასრულების შემდეგ, „ტორპედო ქუთაისის“ ფეხბურთელმა მამადუ სახომ ფრანგულ გამოცემა L’Équipe-თან ინტერვიუში განმეორებით შეხვედრასა და პარიზული კლუბის პერსპექტივებზე ისაუბრა.
"ენფილდი არაა ჩვეულებრივი სტადიონი — ეს გლადიატორთა არენაა, განსაკუთრებული ადგილი, რომელიც არაფერს ჰგავს" - აღნიშნავს სახო
"90 წუთის განმავლობაში ნამდვილი სპექტაკლი და დიდი ბრძოლა გველის, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ჯერ გაურკვეველია."
"ლივერპულმა" პირველ შეხვედრაში გაიმარჯვა, მაგრამ "პსჟ-ს" მომდევნო ეტაპზე გადასვლის ძლიერი შანსი აქვს, თუ გააცნობიერებენ, რა გამოწვევა ელით ინგლისში და როგორი ატმოსფერო დახვდებათ გულშემატკივართა მხრიდან.“
სახო გამოყოფს პსჟ-ს ლიდერებს — მარკინიოსსა და დემბელეს: "ეს გამოცდილი ფეხბურთელები გააჩნიათ უნარს, გაუმკლავდნენ ენფილდის ზეწოლას. მათი გამოცდილება და ლიდერული თვისებები შეიძლება გახდეს გუნდის წარმატების გასაღები"
"პსჟ-სა" და „ლივერპულის“ განმეორებითი მატჩი 2025 წლის 11 მარტს, თბილისის დროით 23:55-ზე გაიმართება.