ფრანგული მედიის ცნობით, პსჟ ახალ სტადიონს აშენებს, რასაც თავად კლუბი ადასტურებს. ამჟამად გუნდი „პარკ დე ფრანსზე“ თამაშობს, რომელიც პარიზის მერის საკუთრებაა და კლუბს ქირა წლიურად 1.5 მილიონი ფუნტი უჯდება.
პსჟ-ს ორი ადგილი აქვს ახალი არენის ასაშენებლად: პარიზის სამხრეთით მდებარე მასია და დასავლეთით პუასი, სადაც კლუბის სავარჯიშო ბაზაა. მშენებლობის ხარჯი შესაძლოა 740 მილიონ ფუნტს აღემატებოდეს.
კლუბის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ აღნიშნა, რომ „პარკ დე ფრანსი“ 50 000 მაყურებელზე ნაკლებს იტევს და კონკურენტებს ჩამორჩება. ამიტომ პსჟ-ს უფრო დიდი სტადიონი სჭირდება, რომელიც 3-4 წელიწადში მზად იქნება.