ლუის ენრიკემ და „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს შესაძლებლობა მისცეს, ლოს ანჯელესში დაგეგმილ შეკრებაზე ოჯახები თან წაეყვანათ.
როგორც L’Équipe იუწყება, გადაწყვეტილება ემოციური ფონდის გასაუმჯობესებლად იქნა მიღებული — სეზონის გადატვირთული რეჟიმის ფონზე მოთამაშეებს მეტი თავისუფლება და სიმშვიდე სჭირდებათ.
ვარჯიშები აშშ-ში ადგილობრივი დროით შუადღეს ტარდება, რათა სრულად შეესაბამებოდეს „ატლეტიკო მადრიდთან“ მატჩის დაწყების საათს.
„პსჟ“ ამერიკაში სრული მზადყოფნით იმყოფება და ჩემპიონთა სტატუსით სეზონის ბოლო ეტაპს მშვიდ გარემოში ხვდება.