პუტინი სომხეთს მოუწოდებს რეფერენდუმი ჩაატაროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

1 hour ago 2

სომხეთში ივნისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პირველი საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.

როგორც სომხეთის ხელისუფლების პრესსამსახური იუწყება, ფაშინიანმა მოსკოვს მოუწოდა მიიღოს ზომები რუსეთის მიერ სომხეთის პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების თაობაზე. ერევნის შეფასებით, ეს ზომები წინააღმდეგობაში მოდის ორმხრივ შეთანხმებებთან და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წესებთან.

თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ პუტინა "აქცენტი დასვა სომხეთში რაც შეიძლება მოკლე დროში საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენაზე".

სომხეთის ხელისუფლების განცხადების თანახმად, ფაშინიანმა ამის პასუხად თქვა, რომ ასეთი რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ მას მერე, რაც ქვეყანა ოფიციალურ განაცხადს შეიტანს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

რუსეთი ბოლო თვეებში აფართოებს შეზღუდვებს სომხეთის პროდუქციაზე. აკრძალვა შეეხო რძის პროდუქტებს, ბოსტნეულს, ხილს, ყვავილებს, ალკოჰოლს, მინერალურ წყალს და თევზის პროდუქტებს. ივნისის შუა პერიოდში "როსსხელხონადზორმა" გააფართოვა პროდუქციის ნუსხა, რომლის შეტანაც აკრძალულია სომხეთიდან - სიაში შევიდა 130-მდე სახის პროდუქცია. ამას პროტესტი მოჰყვა სომეხი გლეხებისგან, რამდენიმე რეგიონში.

სრულად წაკითხვა